
ქვეყნის მასშტაბით მიმოქცევაში დარჩენილია დიდი რაოდენობის ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი, სწორედ ამიტომ მომსახურების სააგენტო მოუწოდებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებს სანომრე ნიშნის შესაცვლელად, –განაცხადა შსს-ს მომსახურების სააგენტომ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შეგახსენებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სახელმწიფო სანომრე ნიშანს იურიდიული ძალა უნარჩუნდება 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.
აღსანიშნავია, რომ დღეიდან ძველი სარეგისტრაციო ნიშნის მქონე სახელმწიფო ნომრების ახლით შეცვლისას, სავალდებულო აღარ არის სატრანსპორტო საშუალების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოყვანა და დათვალიერება, იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.