-
2021-02-25 14:19
როგორც ჯანდაცვის სამინისტრომ გააკეთა განცხადება, კიდევ ერთი კონსულტაციის შემდეგ, რომელიც კვირის ბოლომდე უნდა გაიმართოს, ცნობილი გახდება, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას.
მათი თქმით, კვირის ბოლოს კონსულტაციები COVAX-ის, Pfizer-ისა და საქართველოს მხარეების მონაწილეობით გაიმართება.
როგორც ცნობილი იყო, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებთა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველ დოზებს თებერვლის ბოლოს მიიღებდა. თუმცა 24 თებერვალს სამინისტროში აღნიშნეს, რომ ვაქცინის მიღების ზუსტი თარიღი ჯერ კიდევ უცნობია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას თქმით კი Pfizer-ის დაგვიანება დამატებით მოთხოვნებს უკავშირდება.
რაც შეეხება პირველ ვაქცინას, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს Pfizer -ია. ჯანდაცვის სამინისტროში აგრეთვე აცხადებენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. ამასთან, მარტის დასაწყისში COVAX პლატფორმის ფარგლებში უნდა შემოვიდეს AstraZeneca-ს 315 000 დოზაც. ხოლო AstraZeneca-სთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე, გაბუნიას თქმით, საქართველო 150 ათას დოზა ვაქცინას მიიღებდა.