
ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, პარლამენტის მუშაობის პარალელურად, ოპოზიცია „სირცხვილის კორიდორების” მოწყობას და პიკეტირებას გეგმავს.
როგორც მან განაცხადა, ხვალიდან ისინი უწყვეტ საპროტესტო აქციებს იწყებენ.
„ხვალინდელი აქცია არის დასაწყისი უწყვეტი პროტესტის. პროტესტი ეხება პირველრიგში, პოლიტპატიმრებს, რიგგარეშე არჩევნებს, მაგრამ უფრო ფართოდ დგას დღესსაკითხი. დღეს, საქართველოს გასაბჭოების და კომუნისტურ რესპუბლიკად ქცევის 100 წლის თავზე, კვლავ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ. დღეს არამარტო 20% -იაოკუპირებული, არამედ მე-11 არმია პირდაპირ გვყავს ხელისუფლებაში. დღეს, როგორცარასდროს, საქართველო ყველაზე მეტად დაემსგავსა რუსეთს და რა საზიზღრობებიცხდება რუსეთში, ანალოგიური, სამწუხაროდ, ხდება საქართველოში ივანიშვილისრეჟიმის მხრიდან.
პროტესტი იქნება უწყვეტი, გაიშლება ბევრი კარავი. კარავი არ არის თვითმიზანი, ესარის საშუალება გულანთებული პატრიოტებისთვის, რომ ცუდ ამინდში თავი შეაფარონ. პროტესტი იქნება სხვა ქალაქებშიც.
იქნება პიკეტები, „სირცხვილის კორიდორები“, იქნება ასევე აქციები სხვადასხვასამინისტროსთან, იმ სამინისტროებთან, რომლებიც გამოდიან როგორც „ოპრიჩნიკები” და არბევენ და ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. რეგიონებშიც იქნებამანიფესტაციები და მსვლელობები. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველადაშვებული ხერხი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მივიდეთ რიგგარეშეარჩევნებამდე იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნები არის ერთადერთი გამოსავალი ამპოლიტიკური კრიზისიდან. რიგგარეშე არჩევნები ნიშნავს პოლიტიკური დევნისშეწყვეტას და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
პოლიტპატიმრების პირობებში ვერანაირი თავისუფალი, სამართლიანი დაკონკურენტული არჩევნები ვერ იქნება. ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა მოვუწოდო, ხვალ13:00 საათზე ვიკრიბებით ფილარმონისთან და ყველა ერთად გავაგრძელებთმსვლელობას. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარჩენის. ჩვენ გადავდივართუწყვეტი პოლიტიკური პროტესტის და დაუმორჩილებლობის ფაზაში”,- განაცხადაუგულავამ