-
2021-02-25 13:45
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განცხადება გააკეთა, ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობაზე. მისი თქმით, დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს.
"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", — წერს არჩილ თალაკვაძე თავის ფეისბუქგვერდზე.
ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას თქმით კი თავდამსხმელებისგან პირდაპირი აგრესია იგრძნობოდა ტელევიზიების, განსაკუთრებით კი, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ. ამასთან დაკავშირებით მან ფორმულას ეთერში ისაუბრა და თავდასხმის დეტალებიც გაიხსენა.