საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1049-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 3-ით გაიზარდა და 903-ს შეადგენს.
დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული მიხეილ კალანდია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით შეუფარდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო სოლიდარობის კვლევაში მას შემდეგ ჩაერთვება, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება დასაშვები იქნება გარკვეული კვლევებისთვის. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 26 პაციენტია მოთავსებული.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 3 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურდა.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი ვახტანგ ლომჯარია ფეისბუქის პირად გვერდზე ტაბახმელაში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს.
MLS-ის პირველი ტურის შეხვედრებში, ორგანიზატორებმა გამონაკლისი დაუშვეს და მაისურზე, ნომრის ქვეშ, ფეხბურთელებს ნებისმიერი ადამიანის სახელის განთავსების უფლება მისცეს.
თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელებული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება, - ამის შესახებ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში წერს.
ქუთაისში, სამდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.
3 წლის ბავშვი, რომელიც პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადავარდა, კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია. როგორც ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, ბავშვს ცხელებაც აქვს.