პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი-2" ავრცელებს. სამაუწყებლო კომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თარხან ბათირაშვილის ნათესავი მერაბ ბათირაშვილი დააკავეს.
ორი ადამიანი, რომლებიც სტიქიის შემოტევის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 24 კაციან სიაში იყო შეტანილი, სახლში უვნებლად დაბრუნდა და ამის შესახებ საგანგებო შტაბი საქმის კურსში ჩააყენა.
თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან მივიდნენ გამგეობის წარმომადგენლები და გააფრთხილეს, რომ საცხოვრებელი ბინები დროებით უნდა დაეტოვებინათ.
13 ივნისს, სტიქიის შემოტევის დროს დაღუპულთა შორისაა ნუგზარ ბუაძე, რომელიც წყლის ნაკადმა მაშინ გაიტაცა, როცა გმირთა მოედანზე მანაქანაში ჩარჩენილი მამაკაცის გამოყვანას ცდილობდა.
მელიქიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევის შესახებ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები თვითმხილველმა სერგი ბერძენიშვილმა "ფეისბუქზე" გაავრცელა. ამ დროისთვის გზის დაზიანებულ მონაკვეთთან მოძრაობა გადაკეტილია და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ვერძი: - დღეს ყველაფერზე პასუხისმგებელი თქვენ იქნებით; კურო - კარგი დღეა ძველი მეგობრების, მივიწყებული ნათესავების მოსანახულებლად.
თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ გზა ჩაინგრა - ექსკლუზიურ ფოტოებს შემთხვევის ადგილიდან "პირველი რადიო" ავრცელებს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის შეფასებით, მოწყვეტილი მთის მასას მდინარე ვერე რომ არ გადაეკეტა, წყალდიდობა ასეთ დიდ ზიანს არ გამოიწვევდა.
მაშველებმა 25 წლის ზუგდიდელი გოგონას მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს და პროზექტურაში გადაასვენეს. მარიამ ქუთელია ივლიტა ჯიბუტთან ერთად მდინარე ვერემ მაშინ გაიტაცა, როცა ჯიბუტის მეუღლე გოგონების გადარჩენას უშედეგოდ ცდილობდა.
ინდირა ზარანდია ერთერთია მათგან, ვინც 13 ივნისის წყალდიდობას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა მისი და - ლიზი ზარანდია. ინდირა 22, ლიზა კი 25 წლისანი იყვნენ.