მდინარე ვერემ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო (განახლებადი)

ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზასთან ახლოს რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო. დაახლოებით ერთი საათის წინ და ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოებზე, სადაც ერთი და იგივე ადგილია აღბეჭდილი, სამი სახლი არ ჩანს. ამ ადგილას კერძო სახლები მდებარეობს. 

>>>

ვაკე-საბურთალოს გზასთან, დატბორილი სახლებიდან შველას ფანრების ანთება-ჩაქრობით ითხოვენ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს გადასასვლელის გასწვრივ, ვერეს დასახლებაში მდებარე კერძო სახლებიდან, რომლებიც წყლის ქვეშ მოექცა, ადამიანები შველას ფანრების ანთება-ჩაქრობით ითხოვენ. ამ ადგილას მაღალი საცხოვრებელი სახლები დგას, წყალმა ფაქტობრივად, მეორე სართულამდე ააღწია.

>>>

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი ისევ დაიტბორა - ცხოველები მდინარეს მიაქვს

ადიდებულმა მდინარე ვერემ ისევ დატბორა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. ადმინისტრაციამ წყალდიდობის დაწყებისთანავე ცხოველები გალიებიდან გაუშვა, თუმცა, მდინარემ თავშესაფრის კედელი გაარღვია, ხოლო წყლის ნაკადი თითქმის ოფისამდე ავიდა. 

>>>

14 ივნისის ჰოროსკოპი

ვერძი: - დღევანდელი დღე პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებას დაუთმეთ. წარმატება გელით ახალი საქმის წამოწყების შემთხვევაში. 

>>>

თბილისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, კოსტავას ქუჩაზე კაზინო "ევროპის" კედელი ჩამოინგრა

წვიმის სახით მოსული უხვი ნალექის გამო თბილისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, ხოლო კოსტავას ქუჩაზე მდებარე კაზინო "ევროპის" კედელი ჩამოინგრა. კედლის ნგრევისასა არავინ დაზარალებულა. ადგილზე სამაშველო სამსახურია გასული. 

>>>

“Новое время”: მოსაწყენად არ გვეცლება ანუ სააკაშვილის მთავარი გაკვეთილი

უკრაინული გამოცემა “Новое время” აქვეყნებს სვეტს, სადაც განიხილავს, რას შეიძლება ელოდნენ ოდესელები ახალი გუბერნატორისგან და რისთვის უნდა იყვნენ მზად ადგილობრივები, მათ შორის კანონდამრღვევები. 

>>>

მკვლელობა ლაგოდეხის რაიონში: ერთი გარდაცვლილი, ორი დაჭრილი

სამეზობლო დავა მსხვერპლით დასრულდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ლელიანში - მოკლულია 70 წლის მამაკაცი, კიდევ ორი პირი კი დაიჭრა.

>>>

როგორ დააიგნორა ბაქოში ღარიბაშვილმა პუტინი (ვიდეო)

ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც იმყოფებოდა. 

>>>

ჯანდაცვის სამინისტრო: ეკა კვალიაშვილის პრეტენზიები დაფინანსებაზე უსაფუძვლოა

ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მომღერალ ეკა კვალიაშვილის პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი მკურნალობა არ დაფინანსდა, უსაფუძვლო და გაუგებარია. 

>>>

ქართველი რეფორმატორების პირველი შედეგი უკრაინაში: ზღულაძის რეფორმირებული საპატრულო პოლიცია (ფოტო, ვიდეო)

დღეს კიევში უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა და მისმა პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კიევის საპატრულო პოლიციის უფროსები წარადგინეს და პირად შემადგენლობას მიმართეს. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !