სააკაშვილი: „მე ნახევრად მეგრელი ვარ და იქ ძველი კოლხური ჩვევაა - ხელფეხს გიკრავენ და გეუბნებიან - „გაცურე!“

Image

„შუსტერ ლაივში“ გამოსვლის დროს ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომ ოდესის ოლქში კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება ხელისუფლების ვერტიკალიდან უნდა მოდიოდეს. 

 

„ოდესაში ხალხი ელის ცვლილებებს. იქ, სადაც კორუფცია მეფობდა ადრე, ის უნდა აღმოიფხვრას. ნებისმიერი ოდესელი და აგერ, ახალი პოლიციის უფროსიც გეტყვით, რომ პოლიცია ოდესაში სიგარეტის და ნარკოტიკების კონტრაბანდით იყო დაკავებული, რომ მებაჟეები ქრთამს იღებდნენ - ამის დასამარცხებლად პოლიტიკური ნებაა საჭირო და ჩვენ შევძლებთ ამას.

 

მე გაძლევთ პირობას, თუ გნებავთ, კონტრაქტიც გავაფორმოთ: ექვსი თვის განმავლობაში, რეფორმების პირობებში, ოდესიდან ბიუჯეტში შემოსავალი გაორმაგდება, ხოლო წელიწადში-წელიწადნახევარში - გასამმაგდება. ესაა ჩემი სიტყვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, ხელფეხი კი არ მქონდეს შეკრული, არამედ პირიქით...

 

იცით, მე ნახევრად მეგრელი ვარ - არის ასეთი კუთხე საქართველოში, ძველი კოლხების და იქ ერთი ასეთი ტრადიცია აქვთ: ხელფეხს არც ისე მჭიდროდ შეგიკრავენ და გაგდებენ ღრმა წყალში, თან გეუბნებიან: „გაცურე!“ ჩვენი წინაპრები ახერხებდნენ ცურვის სწავლას ამ მეთოდით, მაგრამ ამას დრო სჭირდება, რაც ჩვენ, უკრაინაში, არ გვაქვს. ამიტომ, საჭიროა არა ის, რომ მე ხელ-ფეხი მქონდეს შეკრული, არამედ - პირიქით... ამ შემთხვევაში ყველაფერი გამოვა!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !