სააკაშვილი: „მეუბნებიან: იცი, ამას ორი ტელევიზია აქვს... იმას ხმები აქვს რადაში... -არ მაინტერესებს, მიმიფურთხებია!..“ (ვიდეო)

Image

„შუსტერ ლაივის“ ეთერში ოდესის გუბერნატორმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერმინისტრიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ ოდესაში კადრების დანიშვნა კიევიდან, მასთან შეთანხმების გარეშე გაგრძელდება, არაფერი გამოვა. 

 

უკრაინის პრემიერმინისტრზე საუბრისას მიხეილ სააკაშვილი მიესალმა იაცენუკის გადაწყვეტილებას, რომ რაც ოდესიდან ბიუჯეტში გაზრდილი შემოსავლები შევა, ყველა ზეგეგმითი თანხიდან 50% ოდესის ოლქში გზების მშენებლობას მოხმარდება:

 

„პრემიერი სიტყვაზე გამოვიჭიროთ, თქვენი დახმარება დამჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, ის პატიოსანი კაცია და სიტყვას არ გადავა, მაგრამ იმ პირობებში, როცა ამბობენ, რომ შემოსავლებზე პასუხისმგებელი იქნება სააკაშვილი, ხოლო საბაჟოში კადრებს კიევიდან ნიშნავენ, ბატონ პრემიერს უნდა ვუთხრა, რომ არაფერი გამოვა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

მისივე თქმით, ოთხშაბათს კიევიდან, ოდესის საბაჟოს უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნეს ადამიანი, რომელსაც გუბერნატორმა „კატასტროფა“ უწოდა და დაამატა, რომ მასთან ერთად ვერ იმუშავებს:

 

„ასე არ იქნება... მე კიევში დავაყენებ საკითხს საბაჟოზე პასუხისმგებელ უწყებასთანაც და პრემიერმინისტრთანაც: უნდათ შემოსავლის გაზრდა? უნდათ, რომ ოდესაში ხალხმა უკეთ იცხოვროს? მაშინ მე უნდა მივხედო ამ საქმეს...

 

აქ კი რა ხდება? ისევ კიევიდან ინიშნებიან კლანის წარმომადგენლები... მე მეუბნებიან ხოლმე, იცი, ის რა კაცია? იცი, იმას ორი ტელევიზია აქვს... იცი, იმას ხმები აქვს რადაში... არ მაინტერესებს, მიმიფურთხებია!.. ხალხია მთავარი!..“, - სააკაშვილის ამ სიტყვებს დარბაზი ოვაციებით შეხვდა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !