როგორ დახოცეს ცხოველები ცეცხლსასროლი იარაღით - თვითმხილველი დეტალებს ჰყვება

ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების ნაწილის ლიკვიდაციის ფაქტი შსს-მ დაადასტურა. ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება მოკლული და დაძინებული, ასევე ჯერ ცოცხალი, მაგრამ გაქცეული ცხოველების შესახებ. 

>>>

ვერეს ხეობა ყიფშიძის ქუჩიდან: სახლები, რომლებიც აღარ არის (ვიდეო)

ადიდებული მდნარე ვერეს ხეობის ზედხედი ყიფშიძის ქუჩიდან "ფეისბუქზე" თიკო რუხაძემ გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს ის კუნძული, სადაც ჯერ კიდევ გუშინ სახლი იდგა და ადამიანები ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ ორი წყლის ნაკადმა წაიღო. 

>>>

შსს თბილისელებს სახლში დარჩენას სთხოვს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, თბილისის ქუჩებში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, რადგან დედაქალაქში მომხდარმა სტიქიამ ზოოპარკში ვოლიერების დაზიანება და ცხოველების გარეთ გამოსვლა გამოიწვია.

>>>

13 ივნისი: თვითმხილველთა და მედიის ფოტოები

13 ივნისის წყალდიდობა თბილისში. სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული კადრებიდან ამოღებული ფოტოები დატბორილი უბნებიდან და მონაკვეთებიდან. 

>>>

ე.წ. წითელ ეკლესიასთან ორი ლომი შენიშნეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან აფთარი მოკლეს

ვაკე-საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. წითელი ეკლესიის მიმდებარედ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ორი ლომი შენიშნა დასამაშველო სამსახურს ამის შესახებ შეატყობინა. ამასთან, დაახლოებით 30 წუთის წინ თბილისის ერთერთ უბანში სპეცრაზმელებმა ერთი ვეფხვი, ხოლო თსუ-ს პირველ კორპუსთან აფთარი მოკლეს. 

>>>

თბილისის მერი: ხუთი ადამიანია დაღუპული

თბილისის მერის დავით ნარმანიას ინფორმაციით, თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხუთი ადამიანია დაღუპული. 

>>>

13 ივნისის წყალდიდობა: ქრონიკა და შედეგები

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მინიმუმ, ოთხი ადამიანი დაიღუპა 13 ივნისს, ღამის საათებში თბილისში დაწყებული წყალდიდობის შედეგად. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ვერის დასახლებაში, ვაკე-საბურთალოს ახალი გზის გასწვრივ მდებარე ტერიტორიაზე.

>>>

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილ მეწყერში მანქანები მოჰყვა

გადაუღებელი წვიმის გამო წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მიწის მასის ქვეშ მანქანებია მოყოლილი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცლებულა.  

>>>

თბილისის მერი: ვადასტურებ, რომ ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, მოგიწოდებთ სიფრთხილისკენ

„ვადასტურებ, რომ თბილისის ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, ჩემმა მოადგილემ თვითონ ნახა ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველები და მოვუწოდებ მოსახლეობას, ფრთხილად იყვნენ, სანამ მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს“, - 

>>>

სტიქია თბილისში: თვითმხილველთა ფოტო-ვიდეომასალა, ოფიციოზი (განახლებადი)

ამ დროისთვის (1:42) არსებული ინფორმაციით, თბილისში ყველაზე რთული ვითარებაა ვერეს დასახლებაში, სადაც რამდენიმესართულიანი კერძო სახლები ადიდებულმა მდინარე ვერემ წაიღო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თვითმხილველები წერენ, რომ მდინარემ ოთხი სახლი წაიღო, ისმოდა სახლების მტვრევისა და კივილის ხმები. 

>>>

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !