ევროკავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში შეშფოთებას გამოთქვამს მავთულხლართების აღმართვისა და აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან თხრილების შექმნის თაობაზე.
განცხადების თანახმად, დაბრკოლებები უარყოფითად აისახება მოსახლეობის ყოფაზე:
"დაბრკოლებების გაზრდილი რაოდენობა აისახება საცხოვრებელ პირობებზე, რამდენადაც ის არღვევს ადგილობრივების ცხოვრებას და ყოფს საზოგადოებას. მეტიც, ეს დაბრკოლებები ზღუდავს ადამიანთა შორის ურთიერთობას, რომელიც არსებითი ინგრედიენტია საზოგადოებას შორის ნდობის შესაქმნელად", - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჯერარდ ფიშერმა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მისია გააგრძელებს ამ სადავო ტერიტორიებზე პატრულირებას, რათა შეინარჩუნოს ქმედებების ზუსტი და ფაქტობრივი ჩანაწერები. მისია გააგრძელებს ცხელი ხაზის გამოყენებას. ასევე გამოიყენებს ყველა შესაძლო კომუნიკაციას ყველა პარტიის მხარდასაჭერად, რათა განიხილოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე დადებითი გავლენის მოხდენის ადგილობრივი გადაწყვეტილებები.
ვანო მერაბიშვილს საკანში კარდიოლოგის ვიზიტი დასჭირდა: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმი დაახლოებით ერთ საათს იმყოფებოდა.
გლდანის პოლიციის პირველი სამმართველოს შენობაში აფეთქება გამთენიისას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა 1993 წელს დაბადებულმა ახალგაზრდამ აამოქმედა, რომელიც უკვე დაკავებულია.
სენატორი ჯონ მაკკეინი პუტინის რუსეთის მიერ ედუარდ სნოუდენისათვის ერთწლიანი თავშესაფრის მინიჭების გამო მწვავე განცხადებას ავრცელებს. სენატორი თავის განცხადებაში რუსეთის ქმედებას სამარცხვინოს და აშშ-ს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ელისო უ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.
პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი კოალიცია "ქართულ ოცნებას" ტოვებს, - ინფორმაციას ამის შესახებ მისი პარტიის წევრები არაოფიციალურად ადასტურებენ.
ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიების დინამიკა ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს,პროგრესი სახეზეა - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა "მეცხრე არხს" განუცხადა.
კრიმინოგენურ სიტუაციასთან დაკავშირებით საქსტატისგან განსხვავებულ სტატისტიკას აქვეყნებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
პოეტ იზა ორჯონიკიძის შვილიშვილისა და ოპოზიციის მხარდამჭერის მაია ორჯონიკიძის ვაჟი ცოტნე მამულაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან და მის მიერ შეწყალებულ თენგიზ გუნავასთან შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნავა ისევ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორია.