
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს უფლება აქვთ იცოდნენ, რას აკეთებდა დღევანდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე.
ამის შესახებ ხიდაშელმა ტელეკომპანია“მაესტროს“ ეთერში, გადაცემა „სუბიექტურ აზრში“ ისაუბრა:
„ლექსო ჭიკაიძისთვის არ მიმიცია მე ხმა. ჩვენ ხმა მივეცით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას, ჩვენ ნდობა გამოვუცხადეთ პრემიერმინისტრს. მე პოლიტიკურად ვენდობი ირაკლი ღარიბაშვილს. მე ვენდობი მის შემოთავაზებას და ვენდობი იმას, რომ ის დღეიდან არის მთავრობაზე პასუხისმგებელი“,- აღნიშნა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ალექსანდრე ჭიკაიძე ამ თანამდებობაზე არ გაამართლებს, ირაკლი ღარიბაშვილის პასუხისმგებლობა დადგება.