
სოხუმში რუსეთის სპეცსამსახურების ვეტერანთა ჯგუფი ჩავიდა, რომლებიც ადგილობრივ ყოფილ კოლეგებს შეხვდნენ.
შეხვედრას დე–ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ე.წ. აფხაზეთის უშიშროების აკადემიის კურსანტები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მსვლელობისას დარბაზში აფხაზი ჟურნალისტების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „კამანის“ ჩვენება გაიმართა, სადაც გადამღები ჯგუფის თვალით დანახული 1992–93 წლებში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტის ერთი ეპიზოდია აღწერილი.
მერაბ ქიშმარიამ რუსეთის სპეცსამსახურების ვეტერანებს მადლობა გადაუხადა აფხაზეთისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის და ჯილდოებიც გადასცა, სიუჟეტი ამ თემაზე აფხაზურმა ტელევიზიამაც მოამზადა.