
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგევლაშვილის ოფიციალური ვებგვერდი რამდენიმე დღით, რეკონსტრუქციის გამო, გათიშული იყო, დღეიდან აღნიშნული საიტი ხელმისაწვდომია.
ვებგვერდზე გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიაც არის გამოქვეყნებული, სადაც ასეთი ჩანაწერია:
"გიორგი მარგველაშვილი არის 44 წლის, დაუოჯახებელი. ჰყავს 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი.
მისი მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა, არის მხატვარი და მსახიობი. თავისუფალ დროს, გიორგი მარგველაშვილს უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს თავის დუშეთის სახლში", - აღნიშნულია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.