
21 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ, ლაშა ნაცვლიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა.
ინფორმაციას მთავრი პროკურატურა ავრცელებს.
"დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალი მთავარი პროკურორი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ „პროკურატურის შესახებ“ კანონი ასეთ შემთხვევებში არ ითვალისწინებს მთავარი პროკურორის მოადგილეთა უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას, საჯარო სამსახურის ეთიკიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ უწყების ახალ ხელმძღვანელს უნდა მიეცეს სრული საკადრო თავისუფლება, რის გამოც მივმართე მას განცხადებით, დაკავებული თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე", - აცხადებს ნაცვლიშვილი.