უკრაინული ფლოტის ფლაგმანი შავ ზღვაში უკრაინის სახელმწიფო დროშით მიცურავს (ვიდეო)

შავ ზღვაში უკრაინის საზღვაო ფლოტის ფლაგმანი, ფრეგატი „გეტმან საგაიდაჩნი“ სტამბულისკენ უკრაინის სახელმწიფო დროშით მიცურავს.

>>>

ფულე: პატრიარქს დავარწმუნებ, რომ ტრადიციულ ღირებულებებს არ ვეწინააღმდეგებით

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, შტეფან ფულემ განაცხადა, რომ მას დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

>>>

აშშ-მა რუსეთთან ვაჭრობა-ინვესტიციასთან დაკავშირებული ყველა პროექტი შეაჩერა

უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკება შეაჩერა.

>>>

თებერვალში ინფლაციის დონემ 3.5 % შეადგინა

გასული წლის თებერვალთან შედარებით მიმდინარე წლის იმავე პერიოდში ინფლაციის დონემ საქართველოში 3.5 % შეადგინა.

>>>

საქართველოს მოქალაქე იარაღის ტარებისთვის უკრაინაში დააკავეს

უკრაინული გამოცემა „პოლტავა ნიუსის“ ცნობით, საქართველოს მოქალაქე მილიციამ იარაღის ტარებისთვის დააკავა. მას საბუთი არ აღმოაჩნდა.

>>>

ქართველი სასულიერო პირი: რუსეთი და ყველა მისი მომხრე ადამიანობის, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონია

ქართველი სასულიერო პირი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია „ფეისბუქზე“ სააღდგომო მარხვის დაწყებასთან და მიტევების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

>>>

გეგუთის ციხეში ახლადგადაყვანილმა „მაყურებელმა“ პატიმარი სასიკვდილოდ სცემა

გეგუთის ციხეში ინციდენტი მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. „გურია ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთერთი პატიმარი სასიკვდილოდ არის ნაცემი.

>>>

სევასტოპოლში უკრაინელმა მეზღვაურებმა წყალქვეშა დივერსანტები აღმოაჩინეს

სევასტოპოლში, სადაც დისლოცირებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდები, დღეს დილით უკრაინელმა მეზღვაურებმა დაახლოებით 20-მდე წყალქვეშა დივერსანტი აღმოაჩინეს.

>>>

მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის უშიშროების შეფმა ერთობლივად ითათბირეს (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უშიშროების სამსახურისს უფროსს შეხვდა და მასთან ყირიმსა და უკრაინის საზღვრებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.

>>>

უკრაინის არცერთი სამხედრო ნაწილი, გარნიზონი ან ხომალდი არ დანებებულა

არც ერთი სამხედრო ნაწილი, არც ერთი გარნიზონი ან ხომალდი არ დამორჩილებია ულტიმატუმს, რომელიც რუსმა სამხედროებმა წაუყენეს იარაღის დაყრისა და კრიმის თვითგამოცხადებული ხელისუფლების ერთგულების ფიცის დადების შესახებ.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?