
დიდი ბრიტანეთის „ყველაზე მსუქანმა თინეიჯერმა“ 70 კილოგრამი დაიკლო და ფიტნესის მწვრთნელი გახდა.
ნეთან ჰევიტი 15 წლის ასაკში 146 კილოგრამს იწონიდა, თუმცა, მას მისი წონის თითქმის ნახევრის დაკლება შეძლო და 23 წლის ასაკში ერთერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.
ამ ყოველივეს ჰევიტი მხოლოდ რამდენიმე სიტყვით აღწერს:
„მე იმ მომენტისთვის ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ უნდა შემეცვალა“, - აცხადებს ჰევიტი.