
ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო რუს მაღალჩინოსნებს სავიზო სანქციებს უწესებს.
როგორც "რია ნოვოსტი" წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ სანქციებს უწესებს იმ რუს ჩინოვნიკებს, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. "პრეზიდენტის განკარგულებით, დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი შემოიღებს სავიზო სანქციებს, რომელიც რიგ რუს ჩინოვნიკს და ფიზიკურ პირებს ეხება", - წერს რუსული გამოცემა.