სარიშვილი: "ნაციონალები" ჩვენს თვალწინ ამზადებენ ახალ მაიდანს"

Image

„ნაციონალები“ ჩვენს თვალწინ ქვეყანაში ახალ მაიდანს ამზადებენ, ხელისუფლება კი მხოლოდ ლუღლუღებს- აცხადებს პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი.

 

მისი თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ქვეყანას ემუქრება,  ხელისუფლების უსუსურობის თუ შეგნებული მოქმედების წყალობით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საქარტველოში განმეორებაა და ამის ნათელი სურათი ჩანს.

 

,,ეს ხდება ჩვენ თვალწინ, ეს ხდება იმ ნაციონალების მხრიდან, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ბუჩქებში იმალებოდნენ. სოროებში იყვნენ ჩამძვრალი და ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების მეცადინეობით და დიდი მონდომებით არათუ ამოძვრნენ სოროებიდან, უფრო მეტიც, ძველებური რიხით გააგრძელეს მოღვაწეობა და დღესაც მოღვაწეობენ, სამწუხაროდ. რაიონებში, რეგიონებში, იმართება რეგიონის მხარდამჭერი მიტინგები,“- ამბობს სარიშვილი ,,ახალ თაობასთან“ საუბრისას.

 

სარიშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანა კატასტროფის წინაშე დგას და ხელისუფლება უუნაროა ამის აღსაკვეთად.

 

,,აქ მდგომარეობა იძაბება და ჩვენი ხელისუფლება, საუკეთესო შემთხვევაში, ლუღლუღებს და მეტი არაფერი. ის სააკაშვილი რასაც ხმამაღლა ამბობს, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, ოღონდ ასეთი რიხით არ აფორმებს თავის გაკეთებულს. მოკლედ, კატასტროფის წინაშე ვართ’’- ამბობს სარიშვილი.

 

მისი ინფორმაციით, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შესთავაზა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !