ესპანეთში კაფის მეპატრონემ რუსი ტურისტები გააძევა: „დამპყრობლებს არ ვემსახურებით...“

Image

ესპანეთ–პორტუგალიის საზღვართან მდებარე პატარა ქალაქ აიამონტეს პატარა კაფეში მომხდარ ინციდენტზე ინფორმაცია უკრაინული ბლოგოსფეროს ვებგვერდზე ვრცელდება.

 

ბლოგერი წერს, რომ ის ქმართან ერთად ყავას მიირთმევდა, როცა კაფეში ხმამაღალი სიცილით რუს ტურისტთა ჯგუფი შემოვიდა, მაგიდებთან გადანაწილდა და ერთ–ერთმა ოფიციანტი იხმო:

 

„მათთან ოფიციანტი არ მივიდა, რადგან მას ხანშიშესულმა, სიმპათიურმა მამაკაცმა დაასწრო, რომელიც რუსი ტურისტების მაგიდასთან შედგა და მათ აუხსნა, რომ ის დაწესებულების მეპატრონეა: „ამ კაფეში ჩვენ დამპყრობლებს არ ვემსახურებით. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მისი დატოვება მოგიწევთ!“, – მიმართა მან რუს ტურისტებს.

 

ბლოგერი წერს, რომ რუსმა ტურისტებმა კაფე იმ აპლოდისმენტების ფონზე დატოვეს, რითაც კაფის სხვა სტუმრებმა დაწესებულების მეპატრონე დააჯილდოვეს.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ფოთში, სადაც 2008 წელს რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დახოცა, ქართველი სამხედროები მძევლად აიყვანა და საქართველოს სანაპირო დაცვის კატერები ჩაძირა, ორი თვის ერთ–ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ცენტრალურ ქუჩებში რუსეთის სახელმწიფო დროშები გამოფინა.

 

რუსეთი იმ სახელმწიფოებს შორის იყო, რომლებიც ამ ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ბავშვთა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდნენ.

 

მაშინ ქალაქში რუსეთის სახელმწიფო დროშის გამოფენამ დიდი მღელვარება გამოიწვია. ფოთელების ნაწილი იმავე ღამეს შეიკრიბა, დროშები ჩამოხსნა და დაწვა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !