უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და რუსეთის ფედერაციის ლიდერის ვლადიმირ პუტინის ქანდაკებები ონლაინ აუქციონზე იყიდება.
აღსანიშნავია, რომ იანუკოვიჩის ქანდაკება სამჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე პუტინის.
ვიქტორ იანუკოვიჩის ღირებულება 1000 გრივნაა, ვლადიმირ პუტინის კი 350 გრივნა.
უკრაინისა და რუსეთის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ქანდაკებების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტსაიტ „Slando“-ზეა განთავსებული.