-
2014-03-06 18:46
რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია,-ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტშიც ადასტურებენ.
სოფელ არბოში, სადაც გუბერნატორი საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობას ესწრებოდა სოფლის თავზე რუსული ვერტმფრენი შენიშნეს, რომელმაც თავდაპირველად გადაიფრინა და სივრციდან გავიდა, ხოლო შემდეგ ისევ დაბრუნდა და დაახლოებით, ერთი საათის მაძილზე პატრულირებდა.
შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა რატიანი რუსული ვერტმფრენის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს ადასტურებს.
"რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, თუმცა დეტალების დაზუსტება ამ წუთებში კვლავაც მიმდინარეობს",-განაცხადა რატიანმა.
როგორც საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რუსული ვერტმფრენები სოფლის თავზე ხშირად შეუნიშნავთ, თუმცა სხვა დროს ისინი პატრულირებას არ ახდენდნენ.