ხვალ, 6 მარტს 21:00 საათზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში საქართველოს პრემირმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუ გავა.
გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სერის სიმფეროპოლში უცნობმა პირებმა გადაადგილების საშუალება არ მისცეს და მაღაზიაში ჰყავდათ ბლოკირებული.
უკრაინაში, ჯერ კიევში, შემდეგ კი ყირიმის ნახევარკუნძულზე განვითარებულ მოვლენებს რუსულ მედიასაშუალებათა ძირითადი ნაწილი, მათ შორის, ნაციონალური მაუწყებლები, კრემლისთვის ხელსაყრელ კონტექსტში წარმოადგენდნენ.
ვიდეოპორტალებზე პოპულარულია უცხოელი გოგონა, რომელიც ცხოველებსა და ფრინველებს ბაძავს: ის მათ მსგავს ხმებს გამოსცემს.
უკრაინის სწრაფვა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში კანონით დარეგისტრირდება,-ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
30 მილი დიამეტრის მქონე ასტეროიდი ამაღამ დედამიწასა და მთვარეს შორის ჩაიფრენს. ასტეროიდი განსაკუთრებულ სიახლოვეზე მთვარეს მიუახლოვდება.
სოციალურ ქსელში ჩემი სახელით გავრცელებულ სტატუსებთან, რომელიც უკრაინის მოვლენებს ეხებოდა, კავშირი არ მაქვს, – განაცხადა კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრმა ქეთი დოლიძემ მედიასაშუალებებთან საუბრისას.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალები არც გადაადგილდებიან და არც უკრაინის სამხედრო ბაზებს ბლოკავენ.
სენაკის რაინული პროკურატურის პროკურორს გიორგი კვარცხალაიას ნარკოლოგიური შემოწმების დროს ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა. ამის შესახებ ექსკლუზიურად „აფხაზეთის ხმას“ კონფიდენციალურმა წყარომ შეატყობინა. შემოწმების შედეგების თანახმად, ის, სავარაუდოდ, მეტადონის ჯგუფის ნარკოტიკს მოიხმარდა.
მოსკოვის ბირჟაზე მსხვილი კომპანიების აქციების ფასების ვარდნა კვლავ გრძელდება. განსაკუთრებით საგრძნობლად დაეცა „გაზპრომისა“ და „ლუკოილის“ აქციების ფასები.