
მიხეილ ხუბუტიას თქმით, პუტინს ბედი უღიმის: ,,პუტინს ბედი უღიმის, რაც რუსეთს სჭირდებოდა, ის გააკეთა უკრაინამ, ეს ყველაფერი დაიწყო არა უკრაინამ, არამედ დასავლეთმა,“
ხუბუტია დარწმუნებულია, რომ პუტინის ბრალი არ არის უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენები, იანუკოვიჩი კი ეშმაკურად მოიქცა:
„მე კარგად ვიცი იანუკოვიჩის ფასი, შეიძლებოდა ის შეეცვალათ არჩევნებით, იანუკოვიჩია ეშმაკუნა, მან უთხრა ევროსაბჭოს, მე გავარკვევ მე უფრო მაინტერესებს რუსეთთან, მე ისინი მაძლევენ გაზს -და ეს დაიწყო უკრაინაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არაა რუსეთის და პუტინის დაწყებული, ეგ ვაკხანალია დაიწყო დასავლეთმა უკრაინაში,“- ამბობს ხუბუტია.
აუდიტორიის ერთ-ერთი წევრის განცხადებაზე, რომ არ შეიძლება უკრაინაში მომხდარის გადაბრალება დასავლეთისთვის, მაშინ როცა „ბერკუტი“ იანუკოვიჩის დავალებით ხოცავდა ხალხს, მიხეილ ხუბუტიამ რეპლიკით უპასუხა: „როგორ გეკადრებათ, რატომ იტყუებით?“.
მიხეილ ხუბუტიას თქმით, მსოფლიოში არცერთ ქვეყანას, ძალის დემონსტრირებითა არაფერი მოუგია რუსეთისთვის და ვერც მოუგებს, ამიტომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. ამავე დროს, ზუგდიდელი ბიზნესმენი, რომელიც 30 წელზე მეტია, მოსკოვში ცხოვრობს და საქმიანობს, ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ:
„ჩვენთვის ეს ოკუპირებულია, აფხაზებისთვის, ეს არის თავისუფალი ქვეყანა, ხოლო რუსეთისთვის ეს არის მეზობელი ქვეყანა“, - ამბობს მიხეილ ხუბუტია.