-
2014-03-08 00:40
„რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი რუსეთის პრეზიდენტთან და შედგება თუ არა მისი და საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა, ეს მათი ნებაა“, - განაცხადა „რუსეთში ქართველთა კავშირის“ პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ გადაცემაში „რეაქცია“.
ინგა გრიგოლიას შეკითხვაზე, მზადაა თუ არა ის, იკისროს შუამავლის როლი რუსეთის პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხუბუტია პასუხობს, რომ ის პოლიტიკოსი არ არის, თუმცა, დიდი სურვილი აქვს, შეხვედრა შედგეს.
მიხეილ ხუბუტიამ ასევე განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრაზე მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის მსგავსებაზე ესაუბრა: „მე მას ვუთხარი, რომ ახალგაზრდა პრემიერმინისტრი სტილით მას ჰგავს“.