-
2014-03-07 23:10
ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ, შეეხო რა "ფეისბუქის" მისი გვერდის გატეხვას და მისი სახელით სტატუსების წერას, განაცხადა, რომ მას ყველა სტატუსზე კოდური სიტყვა აქვს.
"მინდა ვუთხრა ყველას, ვინც შემოდის სოციალურ ქსელებში და ჩემი სახელით სტატუსებს წერს: ყველა ჩემს გამოქვეყნებულ სტატუსზე მე მაქვს ჩემი კოდური სიტყვა, რომელსაც ვიყენებ და რომელიც თქვენ არ იცით. როცა მე ვწერ ამ კოდურ სიტყვას, ვიცი, რომ სტატუსი ჩემია", - აღნიშნა რეჟისორმა ქეთი დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქეთი დოლიძემ "ფეისბუქის" გატეხვასა და მისი სახელით სტატუსების გამოქვეყნებაში "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა.