
მე არ გავქცეულვარ გემის ჩაძირვის შემდეგ, გემის ჩაძირვა მე დავიწყე,“- აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და დასძენს, რომ გორში მასზე უკეთესი კანდიდატი არ არსებობს.
ორი კვლევა შევუკვეთე და ორივე ადასტურებს, რომ ყველა რეიტინგით პირველი ვარ და მოვიგებ არჩევნებს. ჩემი ოცნება და მიზანი არ არის გორის მერობა, ეს არის ჩემთვის სხვა ტიპის კამპანია,- აცხადებს ოქრუაშვილი.
ოქრუაშვილი გორში არსებულ კლანებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლების ხელშეწყობით ნეპოტიზმი და ბიუჯეტიდან თანხის მოპარვა გრძელდება.
ამასთან, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გორის მერად კენჭისყრის უფლება მიეცემა, ის აუცილებლად გაიმარჯვებს და გორელების განწყობის შესწავლის შემდეგ, თუ მათი სურვილი იქნება, ქალაქში სტალინის ძეგლის აღდგენის გადაწყვეტილებას მიიღებს, იმის მიუხედავად, თუ რა განწყობა იქნება თბილისში: "ეს არჩევნებიდან ათ დღეში მოხდება", - ამბობს ოქრუაშვილი "რეაქციაში".