"რეაქციაში" მიხეილ ხუბუტიას გამოსვლას ზუგდიდელები ეხმიანებიან

Image

"რუსეთში ქართველთა კავშირის" პრეზიდენტის, ზუგდიდელი ბიზნესმენის მიხეილ ხუბუტიას განცხადებებს იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ხოლო ვლადიმირ პუტინისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა აუცილებელია, სოციალურ ქსელში ზუგდიდელები გამოეხმაურნენ.

დავით ფარცვანია წერს, რომ ის, როგორც საქართველოს მოქალაქე და ახალგაზრდა ზუგდიდელი, შეურაცხყოფილია მიხეილ ხუბუტიას გამონათქვამების გამო:

 

“ აღმოჩნდა, რომ ზუგდიდში, უბრალო ოჯახში დაბადებული ბიჭი, მილიონერი მიხეილ ხუბუტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დასალაგებლად ძალიან ბევრს შრომობს! …

 

მე, როგორც საქართველოს ახალი თაობის წარმომადგენელს, როგორც ზუგდიდელს, მრცხვენია, რომ მსგავსი ტიპის ერთუჯრედიანი ამებები თითის ქნევით გველაპარაკებიან და “გვირჩევენ” რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას!..

 

მაგრამ, გავითვალისწინოთ, რომ სამხედრო აგრესიაზე ბევრად საშიშია არაპირდაპირი გზით რუსეთის მონაწილეობა ქვეყნის შიდაპოლიტიკაში და ქვეყანაში არასტაბილურობის წახალისება. სწორედ, მსგავსი ტიპის პროექტია მიხეილ ხუბუტია, რომელიც პირადად ჩემთვის ბირთვულ იარაღზე უფრო საშიშიაა, რადგან მან დღეს ქართველი ხალხი შეურაცხყო, გაგვთელა და ფეხით გადაგვიარა!….

 

ერთხელ და სამუდამოდ დავიმახსოვროთ, რომ რუსეთს არ ყავს მეგობრები, რუსეთს ყავს აგენტები ან მტრები და ჩემო მიხეილ, შენ როგორც რუსეთის პოლიტიკის გამტარებელს საქართველოში, აღარ განგიხილავ როგორც ქართველს, შესაბამისად შეგიძლიათ შენ და მთელმა კრემლმა მტრად აღგვიქვათ მთელი საქართველო, გარდა გამონაკლისებისა, რომლებიც თქვენგან ხურდა ფულის მოწყალების გაღების იმედით ამაყად გიცავდნენ დღევანდელ გადაცემაში!….

 

ჩემო მიხეილ, თქვენთვის ჯერ ყველაფერი მარტივადაა, ჯერ კიდევ იღებთ ხმას თქვენ, ლევან პირველები, ნინო ბურჯანაძეები, მაგრამ ყველაფერი დროებითია და გახსოვდეთ მიხეილ, ნინო, ლევან, რომ ყველაზე დიდი სიძნელეები იწყება სწორედ იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად მოელით!!!………

 

p.s ვაზს ეცოტავა თავისი მხარე, მესერზე გადავიდა, ქუჩის მიღმა მოეჭიდა სხვა ღობეს. მაშინ გამვლელებმა ის გადაჭრეს! … ამიტომაც, ჯობია მიხედოთ თქვენს ბიზნეს საქმიანობას, ვიდრე თითის ქნევით “ჭკუა გვარიგოთ”; გაიგეთ, რომ არ ვცხოვრობთ რუსეთში, გაიგეთ, რომ ჩვენ თავისუფალი საქართველოს, თავისუფალი მოქალაქეები ვართ!

 

ნუ შეუქმნით საქართველოს მომავალს საფრთხეს, არ ენდოთ მიხეილ ხუბუტიას მსგავს არსებებს!…
პატივისცემით,

 

მიხეილ ხუბუტიასგან შეურაცხყოფილი საქართველოს მოქალაქე”, – წერს დავით ფარცვანია.

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !