საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3- ით გაიზარდა და 576 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.
ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის.
მგონი დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით როცა საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
თეირანის ყოფილი მერი მოჰამედ ბაყირ ყალიბაფი ირანის პარლამენტის სპიკერად აირჩიეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დეველოპერებისთვის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს დაასუბსიდირებს.
2019-2020 წლებში 25 ათასი იპოთეკური სესხი და კონტრაქტია დადებული მშენებარე პროექტებში, რომლებიც ჯერ დასრულებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საჯარო მოხელეების რიცხვი თითქმის ორჯერ არის გაზრდილი და „ქართული ოცნება“ საარჩევნო წლებში საჯარო მოხელეების რიცხვს მიზანმიმართულად, საკუთარი აქტივისტებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე ზრდის.