
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ პრემიერ - მინისტრის პოსტთან ერთად პარტია „ქართული ოცნებაც“ დატოვა.
აღნიშნულის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე როგორც ვიცი, პარტიაც დატოვა,"- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ .
შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ პრემიერ- მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.