-
2021-02-18 14:12
ლელოს ლიდერები მოუწოდებენ მმართველ გუნდს, გადადგან ნაბიჯები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე შესათანხმებლად.
"ქართული ოცნების ხელისუფლების რადიკალურმა, დანაშაულებრივმა და არასახელმწიფოებრივმა ქმედებებმა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები. ვითარება შეუქცევადი გახადა, გუშინ ნიკა მელიას და მთელი ოპოზიციის წინააღმდეგ მიტანილმა იერიშმა. მოგიწოდებთ, ქართული ოცნების ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღეთ ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება — შევთანხმდეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. [...] დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ჩართულობა შექმნილი კრიზისის დასაძლევად", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26