საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 60 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
სურამში, ცოლის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 34 წლის ილია ქურდაძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის შენობის და ოფისში არსებული ნივთების დაზიანების ფაქტზე პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის მამის, რამაზ ტატიაშვილის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 პირს შორის, მისი შვილიც არის. აღნიშნული ინფორმაცია რამაზ ტატიაშვილმა დაადასტურა.
დღეს ჩემი მესამე ვიზიტი გამოდის პარლამენტში ერთი თვის განმავლობაში, რაც შეიძლება კიდევ ერთი არგუმენტი და ფაქტორი იყოს იმისთვის, რომ ქვეყანაში საპარლამენტო დემოკრატია ვითარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
პარლამენტში პლენარული სესია მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წლიურ ანგარიშს წარადგენს.
ეს იყო წელიწადი, სადაც გახარია მოგვევლინა ჯალათად, მოეღება ამ მოვლენებს ბოლო ოთხ თვეში და დამთავრდება ეს 8 წლიანი ოლიგარქიული ექსპერიმენტი,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
საბერძნეთის პოლიციამ ქალაქ რეტიმნოში ქურდობისა და მოპარული ნივთებით გასაღების ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.