ოპოზიცია რუსთავის ციხის მიმართულებით საპროტესო მსვლელობას მართავს. ისინი იქ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად მიდიან.
ოპოზიციის ლიდერებმა აქცია დააანონსეს 26 თებერვალსაც. ისინი მელიას დაკავებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ.
23 თებერვალს დაკავებული იქნა ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელია .