-
2021-02-24 16:25
მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს, ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, აგრეთვე აღნიშნა, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა. აგრეთვე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-04-23 01:31
-
2017-04-23 01:19
-
2017-03-23 16:40
-
2017-03-09 14:43