
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის 3 შემთხვევაა დადასტურებული.
„ახალ შტამებზე სერიოზული კვლევა მიმდინარეობს. სამი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული და მასთან დაკავშირებული კლასტერები 31 ადამიანი, სადაც დიდი ალბათობით არის მუტირებული შტამი", -აცხადებს ამირამ განყრელიძე.