
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეკა ჰაავისტო საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მხარეებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
"ძალიან დამწუხრებული ვარ საქართველოში დაძაბულობის ესკალაციაზე. პოლიტიკური განსხვავებები ძალით ვერ გადაწყდება. ყველა პარტიას თავშეკავებისკენ, პოლიტიკურ დიალოგთან დაბრუნებისკენ და კანონის უზენაესობის, დემოკრატიული განვითარების პატივისცემისკენ მოვუწოდებ", — წერს ჰაავისტო ტვიტერზე.