ოდესა-რენის მშენებარე გზატკეცილთან მიხეილ სააკაშვილის კაბინეტი კარავში განთავსდება, საიდანაც ოდესის გუბერნატორი მიმდინარე მშენებლობის რიტმს გააკონტროლებს - ამის შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილი, „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.
ენეგრეტიკის მინისტრმა „სოკარ ჯორჯიას“ პრეზიდენტთან ერთად 3 ივნისს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: ჭოგნარსა და ტოლებში ბუნებრივი აირის შეყვანა დაანონსა და ტოლებში, ერთ-ერთ ოჯახში შეყვანილი ბუნებრივი აირი საზეიმოდ აანთო.
ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 11 დაიჭრა ყაზახეთის ქალაქ აქტობეში (ყოფილი აკტიუბინსკი) ქუჩაში გამართული სროლის შედეგად, რის შემდეგაც ქალაქში დამატებითი ძალები გაიგზავნა და კონტრტერორისტული რეჟიმი ამოქმედდა.
რუსეთის ფედერაცია მნიშვნელოვნად აძლიერებს თავის გავლენას უკრაინის კრიმინალურ სამყაროზე და მისი მეშვეობით - უკრაინის ტერიტორიაზე კრიმინოგენური სიტუაციის გაუარესებაზე.
საინფორმაციო სააგენტო GHN ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით ასაჯაროვებს "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებული შიდა კვლევის შედეგებს, რომელიც ენმ-ს სასარგებლოდ დასრულდა და ამის გამო არ გამოქვეყნებულა.
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უკანონო შეიარაღებული ფორმირების ცნობილი საველე მეთაური მეტსახელად "მოტოროლა" მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც სასწრაფო ოპერაციის ჩასატარებლად სანკტ-პეტერბურგში გადაიყვანეს. მას ცალი თვალის ამპუტაცია დასჭირდება.
თავდაცვის სამინისტრომ შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითი ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
23 წლის თათია დგებუაძეს დახმარება სჭირდება. მას ძვლის ავთვისებიანი იუნგის სარკომა დაუდგინდა.
მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალ სიმღერაზე კლიპს იღებს. სიმღერა სიყვარულზეა და როგორც მომღერალი ამბობს, მისი რეპერტუარისგან განსხვავებულია.
„დარდიმანდი“ - ერთერთი ყველაზე პოპულარული რადიო 1 ივნისს 5 წლის გახდა. რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა. ეს არის ქართული რადიო, რომელიც ძველ და თანამედროვე ქართულ სიმღერებს აერთიანებს.