თბილისის ქუჩებში დღეიდან ქვეითი ინსპექტორები გამოჩნდებიან. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების ფუნქცია ნარჩენის დაყრისთვის ფიზიკური და იურიდიული პირების დაჯარიმებაა.
გარემოვაჭრეების კუთვნილი რკინისა და ხის დახლები გამთენიისას დასუფთავების სამსახურმა აიღო, ღონისძიებას პოლიცია უწევდა ზედამხედველობას, მოხდა შელაპარაკება გარემოვაჭრეებთანაც, თუმცა, მათი სიმცირის გამო დაპირისპირებას დიდი მასშტაბი არ მიუღია.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, შსს- მ გამოძიება დაიწყო.
დიღომში, ბელიაშვილის ქუცაზე, რესტორან "ჭაშნაგირთან" დღეს დილით ტაქსი დააყაჩაღეს. ადგილი შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით, მობილიზებულია პოლიცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეზე გელა ხვედელიძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციას გაზეთ ”ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ავრცელებს.
გუშინ, გვიან ღამით, ბაგრატიონის ქუჩაზე, დიდუბეში, ორი მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს.
რუსთავიდან ვარკეთილის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. ისინი დამქირავებელი კომპანიის, "ინტერტრანსის" მიერ მძღოლების სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას და დღიური მოსაკრებლის 10 ლარით გაზრდას აპროტესტებენ.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი "შაბათის კურეიერში" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მსგავსი "თაღლითი, აფერისტი და მატყუარა პოლიტიკოსი მსოფლიოში არ შობილა", ამიტომაც მომავალი თაობები 1 აპრილს "ბიძინაობას" დაარქმევენ.
თერჯოლის რაიონში მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ინფორმაციას "მოამვე" ავრცელებს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, დაყაჩაღებულია ადვოკატ მზია დოღონაძის ოჯახი.
კოლუმბიაში მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად 254 ადამიანია დაღუპული, მინიმუმ, 200 - უგზო-უკვლოდ დაიკარგა. კოლუმბიის არმიის ინფორმაციით, მეწყრის დროს დაღუპულია 254 ადამიანი, ქვეყნის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა განაცხადა, რომ დაღუპულია 193 ადამიანი.