დანგრეული სახლები, შეწყვეტილი ელექტროენერგია და დაზიანებული ავტომობილები-ქარმა რეგიონები დააზარალა

Image

ძლიერმა ქარმა, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე რეგიონში პრობლემა შექმნა. განსაკუთრებით დაზარალდა აჭარა, გურია და სამეგრელო.

 

ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ჭარნალში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლი დაანგრია. შაინიძეების ოჯახმა სახლის დატოვება მოასწრეს. დაზარალებულების განცხადებით, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. მათ დროებით მეზობლებს შეაფარეს თავი. ოჯახი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. ქარბორბალამ სოფელში კიდევ რამდენიმე სახლი დააზიანა.

 

ზუგდიდის რაიონის 46 სოფლიდან, 28 სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. რამდენიმე სოფელში ავტოსაგზაო მოძრაობა შეფერხებულია, რადგან ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ზუგდიდი-ანაკლიას გზაზე გარე განათება.

 

ამასთან, 15-მდე ხეა მოგლეჯილი ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობასთან, სადაც ამჟამად აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. როგორც დევნილები აცხადებენ, ხის დაცემის შედეგად აფეთქდა ტრანსფორმატორი. როგორც ზუგდიდს რაიონის გამგებელმა ლაშა გოგიამ განაცხადა, ყველა შესაბამისი სამსახური საქმის კურსშია ჩაყენებული. მისივე თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?