
მარსიდან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა „პერსევერანსმა“, რომელსაც (NASA) მოფერებით „პერსის“ ეძახის.
მარსისკენ 2020 წლის ზაფხულში გაგზავნილი კოსმოსური აპარატი 18 თებერვალს, წარმატებით დაეშვა "წითელი პლანეტის" კრატერ ჯეზეროსთან.
ფოტოზე ჩანს მარსის ზედაპირზე „პერსის“ ჩრდილი. NASA-ში უფრო კარგი გამოსახულების ფოტოებსაც ელოდებიან, თუმცა, მეცნიერების უმთავრესი მოლოდინი უკავშირდება კოსმოსური აპარატით ჩასატარებელი კვლევის შედეგებს. „პერსიმ“ მარსზე ბიოლოგიური სიცოცხლის კვალი უნდა ეძებოს.