ფლაგმანი ატომური ავიამზიდის "კარლ ვინსონის" მეთაურობით მოძრავმა ამერიკულმა დამრტყმელმა ჯგუფმა მიმართულება შეიცვალა და ისევ კორეის ნახევარკუნძულისკენ მიემართება.
სავარაუდოდ, ჯგუფი ამ ტერიტორიის წყლებში აპრილის ბოლოს შევა.
აღსანიშნავია, რომ მანევრი ჩრდილოეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის დაკავებას დაემთთხვა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი, 50 წლის პროფესორი მაშინ დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.