
მსახიობი თინა მახარაძე ეხმიანება გაცვრცელებულ ხმებს მასთან დაკავშირებით, თითქოს მსახიობმა სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა და ამ ინფორმაციას უარყოფს.
თინა მახარაძე წერს:
“ავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს ჩცდ დავტოვე. “როგორც მსახიობმა განმარტა, ამის მიზეზი ისაა, რომ სამწლიან მაგისტრატურაში მიიღეს”. – ამ სტილში.
ერთადერთი, რის განმარტვასაც ვაპირებ ახლა, ვინაიდან მანამდე მათთვის არაფერი განმიმარტავს, არის ის, რომ: ჩცდ არ დამიტოვებია, რადგან ეს სეზონი ზაფხულში მორჩება და მე სწავლა სექტემბერში მეწყება. საერთოდ სასწავლო წელი, ესე უცნაურად, შემოდგომაზე იწყება ხოლმე”.