იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 433 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში დღე-ღამის მანძილზე დაინფიცირების 3 047 შემთხვევა დაფიქსირდა.

>>>

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 93 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5 094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.

>>>

თბილისში შუა ხნის ქალი, სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე შუა ხნის ქალი სავარაუდოდ, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.

>>>

დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ვაქცინის წარმოებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ

დიდი ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები მომავალი კვირიდან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის წარმოებას დაიწყებენ, რომლის კლინიკური ტესტირებაც ჯერ არ ჩატარებულა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს. 

>>>

მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარია.

>>>

მეუფე ნიკოლოზი - ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება

ექიმი არ ვარ, მაგრამ მგონია, თუ ადამიანს სჯერა, თუ მტკიცეა, მისი იმუნური სისტემაც ძლიერდება ,- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს განუცხადა.

>>>

მეუფე იოანე - სამშაბათს დიდ პანაშვიდს გადავიხდით ტაძარში, იმ დღეს მგონი, ხელისუფლება ხელს აღარ შეგვიშლის, რომ საფლავებზე გავიდეთ

ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე იოანე გამრეკელის განცხადებით, 21 აპრილს ტაძარში დიდი პანაშვიდი გაიმართება.

>>>

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 230 ფაქტი გამოავლინა

პოლიცია, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

>>>

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 81 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული

თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად სულ 108 პაციენტია მოთავსებული, მათგან 90 covid-19-ით ინფიცირებულია.

როგორც კლინიკის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 81 პაციენტი თერაპიულ განყოფილებაშია მოთავსებული. აღსანიშნავია, რომ დღეს კლინიკიდან კიდევ 1 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

>>>

„მედალფას“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია

ბათუმის კლინიკა „მედალფას“ დირექტორის ალექსი გოხელაშვილის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 39 პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთი მძიმე მდგომარეობაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა უკვე დატოვა სამმა გამოჯანმრთელებულმა ადამიანმა და კორონავირუსზე ტესტის შედეგს კიდევ 3 ადამიანი ელოდება.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?