აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

Image

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც შეეხება მის ოჯახს, ისინი საკარტინო სივრცეში არიან.

 

„დილის ინფორმაციით, ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. იგი ე.წ. ქობულეთის კლასტერთან არის დაკავშირებული. ინფიცირებული 10 დღის განმავლობაში საკუთარ ოჯახში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

ინფიცირებული კლინიკა „მედალფაშია" გადაყვანილი, მისი ოჯახის წევრები კი საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებული.

დღის განმავლობაში ამ ოჯახის ახლო კონტაქტებს, ყველას ჩაუტარდება ლაბორატორიული კვლევა ინფიცირებული ქალი არის საშუალოზე მსუბუქი გამოხატულებით. მას ჩივილები გუშინ წინ, ღამით დაეწყო“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ 5 გამოჯანმრთელებული პირი დაემატათ და ამ ხუთიდან სამი დღეს დატოვებს კლინიკას.

„ჯამში კლინიკა „მედალფაში“ 34 დადასტურებული შემთხვევა მკურნალობს, მას ერთი დაემატა. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ქობულეთში დარჩენილი კონტაქტების ნიმუშების აღებას ვფიქრობთ, ზოგიერთთან სწრაფი ტესტის ჩატარებაც მოხდება. ჩვენი ძირითადი მიზანია, დარჩენილი კონტაქტების შესწავლა. ყველას მდგომარეობა არის კონტროლს ქვეშ“, - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !