18–19 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში სურკოვი შეხვდება რეგიონის დე ფაქტო ლიდერებს, მიიღებს მონაწილეობას „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ განვითარების საინვესტიციო პროგრამის განხილვაში, დაათვალიერებს აღდგენილ და ახლადაშენებულ ობიექტებს, განიხილავს ცხინვალის ინფრასტრუქტურის აღდგენის გენერალური გეგმის შესრულების საკითხს.