რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4268-ით გაიზარდა დ მთლიანობაში პაციენტთა რაოდენობამ 47 121-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს 24 საათის მანძილზე 44 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 405 შეადგინა.
კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულია 3446 პაციენტი.