24 ნოემბერს, თბილისში, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ კინოთეატრ „კავეაში“ ეზოტერიკოსისა და მეტაფიზიკოსის გოგა მანიას საქველმოქმედო ფონდის „სიკეთისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე შედგა ფილმის პრემიერა, რომელიც გოგა მანიას განვლილ ცხოვრეაზე გვიამბობს. ასევე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მიერ შეასრულდა სიმღერა, რომელიც სპეციალურად ფონდ „სიკეთისთვის“ კომპოზიტორმა კაკი ბოლქვაძემ დაწერა.
ფონდი მიზნად ისახავს კონკრეტული სოციალური ჯგუფების მხარდაჭერას, მათ შორის მძიმე სენით დაავადებულთა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების, შშმ პირებისა და ხანდაზმულთა თავშესაფრების დახმარებას.
„სიკეთე ყველაზე ძლიერად მუშაობს მაშინ, როცა გულით კეთდება. ჩვენი ფონდი იქნება ადგილი, სადაც სიკეთე არ იქნება სიტყვა, არამედ იქნება მოქმედება. ეს მხოლოდ დასაწყისია, წინ ბევრი გეგმა და კეთილი საქმეა“,- აღნიშნა გოგა მანიამ.
რაც შეეხება აქტივობებს, ფონდმა უკვე ჩაატარა რამდენიმე მიზნობრივი საქველმოქმედო ღონისძიება და მომავალშიც გეგმავს საზოგადოების ჩართვას ახალი პროექტების განხორციელებაში.