
კანადაში, ნოვა სკოტიას პროვინციაში, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 16 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 51 წლის თავდამსხმელმა გაბრიელ ვორთმანმა, რომელიც პოლიციელის ფორმაში იყო გადაცმული, სროლა შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე განახორციელა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.