ლევან რატიანი - რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს 9 პაციენტი, მათ შორის სამის მდგომარეობა არის კრიტიკული

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 9 პაციენტიდან 7 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. როგორც რატიანმა კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მათი მდგომარეობა თანმხლები პათოლოგიების გამო დამძიმდა.

>>>

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1339-მდე გაიზარდა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1339-ს მიაღწია. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსს კიდევ ორი ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობა 22-მდე გაიზარდა.

>>>

დავით ბაქრაძე - სრულფასოვანი ეკონომიკური გეგმის გარეშე, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს ვერ დავუჭერთ

მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად სამედიცინო ღონისძიებებს ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ მხარს ვერ დავუჭერთ არსებულ პირობებში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას, ეკონომიკური სრულფასოვანი გეგმის გარეშე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

>>>

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 139 ფაქტი გამოვლინა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 139 ახალი ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ შსს-დან აცნობეს.

>>>

რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 4268 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 4268-ით გაიზარდა დ მთლიანობაში პაციენტთა რაოდენობამ 47 121-ს მიაღწია. ამასთან, ვირუსს 24 საათის მანძილზე 44 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 405 შეადგინა.

>>>

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

აჭარაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც შეეხება მის ოჯახს, ისინი საკარტინო სივრცეში არიან.

>>>

პოლიციამ სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ სოფელ ქვედა ჩხოროწყუში დისა და მეგობრის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 399-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 399- მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი.

>>>

კანადაში შეიარაღებულმა პირმა 16 ადამიანი მოკლა

კანადაში, ნოვა სკოტიას პროვინციაში, შეიარაღებულმა პირმა სულ მცირე 16 ადამიანი მოკლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

>>>

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში კორონავირუსი 40-მდე პირს დაუდასტურდა

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში 40-მდე ადამიანი ახალი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?