-
2020-04-22 12:57
მისურის შტატმა ჩინეთის მთავრობას კორონავირუსის საფრთხის დამალვის გამო სასამართლოში უჩივლა.
მისურის გენერალური პროკურორის, ერიკ შმიტის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა კოვიდ-19-ის საფრთხის შესახებ მსოფლიოს ატყუებდა, ინფორმაციის გამავრცელებლებს კი დევნიდა.
„მათ საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგონ“, – განაცხადა მისურის შტატის გენერალურმა პროკურორმა.
ცნობისთვის, ეს ამერიკელების მიერ ჩინეთის წინააღმდეგ შეტანილი პირველი სარჩელი არ არის. ამერიკელმა იურისტმა ლარი კლეიმანმა და მისმა საადვოკატო გუნდმა Freedom Watch-მა, ტეხასურ კომპანია Buzz Photos-თან ერთად, ჩინეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, 20 ტრილიონი დოლარის ოდენობის სარჩელი შეიტანეს.